პრემიერ ლიგის რიგით მეოთხე ტურში პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიმ ბრენტფორდს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
ბრენტფორდმა სიტის გოლი პირველივე წუთზე გაუტანა, რამაც სიტის ნორვეგიელი მონსტრი გააღვიძა და სტუმრებმა ორივე გოლი სწორედ მისგან მიიღეს.
დღევანდელ შეხვედრაში შესრულებული დუბლის გარდა, ერლინგ ჰოლანდს კიდევ 7 გოლი აქვს გატანილი, ანუ 4 ტურში 9 გოლი, რაც გამაოგნებელი მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი სტრაიკერი პრემიერ ლიგის ორივე სეზონში ბომბარდირი გახდა და უკვე ხუმრობენ, რომ ერლინგს მესამე ოქროს ბუცი მეოთხე ტურშივე უნდა გადაეცეს.