არნე სლოტის ლივერპულის ეპოქა მშვენივრად გაიხსნა და ენფილდის ბინადრებმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ სამი მატჩიც მოიგეს, თუმცა მათი ბოლო ნოტინგემ ფორესტი აღმოჩნდა.
ყველასთვის მოულოდნელად ნოტინგემმა ენფილდიდან 3 ქულა წამოიღო, თანაც ისე, რომ ბობოქარი შეტევისგან ბურთი სულ არ მიუღია, - 0:1.
ლივერპულმა მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის 72-ე წუთზე გავიდა, მისი ავტორი კი კალუმ ჰადსონ-ოდოი გახდა.
ამ მომენტისთვის სლოტის გუნდი გათამაშების ცხრილის მე-2 ადგილს 9 ქულით იკავებს.