ასე ოჯახის გამო იქცევა - კონტე მარიო რუის უშვებს, მაგრამ ფეხბურთელი გუნდს არ ტოვებს » სპორტის ხაზი

ასე ოჯახის გამო იქცევა - კონტე მარიო რუის უშვებს, მაგრამ ფეხბურთელი გუნდს არ ტოვებს

ასე ოჯახის გამო იქცევა - კონტე მარიო რუის უშვებს, მაგრამ ფეხბურთელი გუნდს არ ტოვებს
14-09-2024, 17:52
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის მარცხენა მცველი მარიო რუი კვლავ პირველი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს - სეზონის დაწყების წინ, გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ პორტუგალიელ მცველს განუცხადა, რომ ის მის სამომავლო გეგმებში არ შედიოდა.

პარალელურად, მარიო რუის სერიოზული წინადადები ჰქონდა თურქული გუნდებიდან, თუმცა, პორტუგალიელი მცველი კვლავ ნაპოლიში რჩება და გუნდის დატოვებას არ აპირებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამას რუი ოჯახის გამო აკეთებს, რადგან მისი მეუღლე და შვილები ნეაპოლში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობენ.

შესაბამისად, სიტუაციის გამოსასწორებლად რუის ერთადერთი ვარიანტი რჩება - დაუმტკიცოს მთავარ მწვრთნელს, რომ საჭირო ფეხბურთელია და შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი