რამდენიმე საათის წინ, იტალიურმა გამოცემამ, კერძოდ Il Mattino-მ საინტერესო და შეიძლება ითქვას, რომ უცნაური სტატია გამოაქვეყნა.
როგორც აღნიშნული გამოცემა წერს, ანტიმო ვერდემ, ნაპოლის დიდმა მხარდამჭერმა მხარზე მარიო რუის სახე ამოისვირინგა, რაც შემდგომში ასე ახსნა:
"მარიო რუი არის ფეხბურთელი, რომელიც გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ყველაფერს აკეთებს მისი წარმატებისთვის. ვფიქრობ, რუი ნაპოლის უპირობო ლიდერია, არჩევანის გაკეთება კი მასთან ერთად ხვიჩასა და ოსიმენს შორის მომიწია, თუმცა საბოლოოდ სწორედ პორტუგალიელის ტატუს გაკეთებაზე შევჯერდი." - ამბობს ნაპოლის გულშემატკივარი
ცნობისთვის, მარიო რუი ნაპოლიში 2017 წლიდან თამაშობს. მან ამ სეზონში ნეაპოლური გუნდის მაისურით 27-ჯერ ითამაშა და 8 საგოლე პასი მიითვალა.