19 წლის ქართველი მეკარე საბა ქაჯაია ესპანეთში, რანგით მესამე ლიგის გუნდში, "რეალ მურსიაში" გააგრძელებს კარიერას.
ტრანსფერი სააგენტო Khalena sport-მა განახორციელა, რომელსაც წარმოადგენენ ანტონიო ლოპესი, ლევან სარალიძე და ილია სარალიძე – მენეჯერები, რომლებიც გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიაში" გადასვლაში აქტიურად მონაწილეობდნენ.
"საბა მარტვილის "მერანის" აღზრდილია. 19 წლის მეკარე 19-წლამდე ასაკობრივ ნაკრებში ერთხელ გამოიძახეს.
"იგი ესპანეთში ზაფხულში წავიყვანეთ და „რეალ მურსიაში“ ამ დროიდან ვარჯიშობს, მაგრამ მაშინ ტრანსფერის გაფორმება ვერ მოხერხდა, მთავარ გუნდში მხოლოდ ამხანაგური თამაშებით კმაყოფილდებოდა და ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ გახსნას ელოდა. ახლა კი 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და უკვე შეუძლია, ოფიციალური შეხვედრები ჩაატაროს გუნდში, რომელიც პრიმერა RFEF-ში მეორე ადგილზეა და ლა ლიგა 2-ის პლეი ოფის ზონაშია.
ფსიქოლოგიურად ისეთი ძლიერი და გაწონასწორებული ადამიანია, "მურსიაში" ყველას თავი შეაყვარა, ამბობენ, რომ პირველ გუნდში სათამაშოდ მზად არის. ანტონიო ლოპესი, რომელიც "ვალენსიაში" მამარდაშვილის ტრანსფერში მონაწილეობდა, თვლის, რომ საჯაია დიდი პერსპექტივის მქონე გამორჩეული ტალანტია"
– განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთელის წარმომადგენელმა ილია სარალიძემ.