ესპანელი საფეხბურთო აგენტი, კერძოდ ანტონიო ლოპესი გიორგი მამარდაშვილის შესახებ ავრცელებს რეალურ მიზეზს, თუ რის გამო დაიწუნეს "ბარსელონამ" და მადრიდის "ატლეტიკომ" ქართველი მეკარე:
"გიორგის ერთი წლის განმავლობაში ვადევნებდი თვალს, ხოლო გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, როდესაც ქართველმა მეკარემ გრანადასთან ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კუთვნილი შეხვედრა ლოკომოტივთან ერთად გამართა. გიორგი მამარდაშვილის მენტალიტეტი 19 წლის ასაკშივე გამოჩნდა, რის გამოც მისი შეძენა ატლეტიკოს, ბარსელონას, ვილიარეალსა და სევილიურ ბეტისს შევთავაზე, მაგრამ მათ გიორგი წარმომავლობის გამო დაიწუნეს, ამბობდნენ ქართველიაო. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ნანობენ", - ლოპესი.
ცნობისთვის, ქართველმა მეკარემ გუშინ ლივერპულთან 5-წლიან კონტრაქტ მოაწერა ხელი - მამარდაშვილი ერთ სეზონს იჯარის წესით კვლავ ვალენსიაში გაატარებს, მომდევნო სეზონში კი ლივერპულის მთავარ კლუბს შეუერთდება.