მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერი გადაწყევტილი ამბავია.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული კლუბი ნაპოლის ქართველი შემტევის სანაცვლოდ სანაცვლოდ 70 მილიონს გადაუხდის. რაც შეეხება ხვიჩას, ის პსჟ-სთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
აღნიშნულ ფაქტს UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილიც გამოეხმაურა.
"ხვიჩას პსჟ-ში ტრანსფერი? ახალი ამბები წავიკითხე, მაგრამ არ ვიცი ტრანსფერი 100%-ით თუა გადაწყვეტილი. კვარა სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან ვუქომაგებ, თუ პსჟ-ში გადავა, მას პარიზში შევხვდები", - განაცხადა დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, მერაბი 19 იანვარს ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.