მერაბ დვალიშვილი რამდენიმე დღეში სატიტულო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს - დაღესტნელმა მებრძოლმა ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის მერაბის გაბრაზებიც მიზეზზეც.
"როცა მერაბი ჩემი მხრიდან მისი ქვეყნის შეურაცხყოფაზე საუბრობს, მინდა რომ ფაქტები მაჩვენოს - მისი მხრიდან უბრალოდ საუბარი არაფერს ნიშნავს, როცა რაღაცას ამბობს, ეს უნდა დაამტკიცო", - განაცხადა ნურმაგომედოვმა.
შეგახსენებთ, ზემოთხსენებული შეხვედრა 19 იანვარს, გამთენიისას შედგება.