მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ნაკრების შემტევმა, როდრიგომ, ისაუბრა France Football-ის მიერ დასახელებულ 30-კაციან ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაზე, სადაც იგი ბევრისთვის გასაკვირად ვერ მოხვდა.
"მეწყინა, როდესაც ვნახე, რომ ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის არ ვიყავი. ვფიქრობ, იქ ყოფნა დამსახურებული მქონდა. არ ვსაუბრობ ფეხბურთელებზე, რომლებიც ნომინანტებს შორის მოხვდნენ, მათთან ცუდი არაფერი მაქვს სათქმელი, უბრალოდ მე იქ ყოფნას მართლაც ვიმსახურებდი"
"ჩემთვის გასაკვირი იყო, თუმცა ვერაფერს ვაკეთებ და გადაწყვეტილებაც ასეთია." - ამბობს ბრაზილიელი.