კვარა და ოქროს ბურთი | რა წერია France Football-ის ახალ ნომერში? » სპორტის ხაზი

კვარა და ოქროს ბურთი | რა წერია France Football-ის ახალ ნომერში?

კვარა და ოქროს ბურთი | რა წერია France Football-ის ახალ ნომერში?
18-05-2023, 16:53
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, Tuttomercatoweb-მა France Football-ის ახალი ნომერი გადმოთარგმნა, სადაც საუბარი ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხება.

როგორც ფრანგები წერენ, ნაპოლისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ოქროს ბურთის მოგების ნომინანტთა შორის მოხვედრა პირველივე წელს შეუძლია:

"შესაძლებელია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჯილდოს მიღების პრეტენდენტთა შორის იყოს, თუმცა არა მოწინავეთა შორის, რადგან ეს მისთვის ნაპოლიში მხოლოდ პირველი სეზონია."

"ოცნებობ ოქროს ბურთის მიღებაზე? - ცხადია, შენც შეგიძლია, რომ ერთ დღეს მისი მფლობელი გახდე."
- წერია France Football-ის ახალ ნომერში

შეგახსენებთ, რომ 2022/2023 წლების ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ლიონელ მესია, რომელმაც მუნდიალი საოცრად ჩაატარა და თავის ქვეყანას ისტორიაში მესამე მსოფლიო თასი მოუტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი