ალბანელები საქართველოს თამაშს რამდენიმე თვეა სწავლობენ - სილვინიოს მატჩისწინა პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

ალბანელები საქართველოს თამაშს რამდენიმე თვეა სწავლობენ - სილვინიოს მატჩისწინა პრესკონფერენცია

ალბანელები საქართველოს თამაშს რამდენიმე თვეა სწავლობენ - სილვინიოს მატჩისწინა პრესკონფერენცია
10-09-2024, 02:28
Aa Aa
გაზიარება:

10 სექტემბერს, უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის ეგიდით, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები "ეარ ალბანია სთედიუმზე" ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ალბანეთის ნაკრების მწვრთნელმა სილვინიომ საქართველო დაპირისპირების წინ შეაქო.

"შავ-წითლების" თავკაცმა განაცხადა, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი თუ რა შემადგენლობით გავა იგი მოედანზე, რადგან ყველაფერს ხვალინდელი კონდინციები აჩვენებს.

"კარგი სამუშაო ჩაატარა შტაბმა. ფეხბურთელებმა იციან, რომ მოედანზე ინტენსივობით უნდა გავიდნენ. ფეხბურთს დიდი ენერგია სჭირდება. თუ რამდენიმე შეცდომას არ დაუშვებ, უკან დაბრუნება არ დაგჭირდება. საქართველო ორგანიზებული გუნდია, კარგი მატჩი იქნება.

შედარებებში შემოსვლა არ მინდა. კვარა ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ საქართველოს სხვა ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს. ერთი თვეა მათ ვსწავლობ. ჩვენ ასევე გვყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ კვარაცხელიასა და სხვა ტოპ რანგის ფეხბურთელების დონის მიღწევა.

თვეების განმავლობაში ვსწავლობდით საქართველოს. სამივე მეტოქე ძლიერია, მაგრამ საქართველოსგან განსხვავება ისაა, რომ ევროპის ჩემპიონატი ითამაშეს და თან კარგადაც. ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავთ, რთული თამაში იქნება. ვფიქრობ, ისინი ძალიან გაიზარდნენ. მინდა ყველას კომპლიმენტი ვუთხრა, გაიზარდნენ როგორც გუნდი. ჩვენზეც იგივე შემიძლია ვთქვა, სტადიონიც გულშემტკივრებით იქნება სავსე."

ბოლო თამაშთან შედარებას ვერ ვაკეთებ. შემიძლია ვთქვა, რომ ძლიერი მატჩი იქნება. შედეგის პროგნოზირება შეუძლებელია. ჩვენ მოედანზე გავალთ, რომ კარგი მატჩი ჩავატაროთ.

ჩეხეთთან მატჩს ვუყურე, რთული მატჩი იყო. ჯგუფი დაბალანსებულია. არ არსებობს გუნდი, რომელსაც შეუძლია ყველა თამაშის მოგება. გამარჯვებულ გუნდს აქვს გარკვეული უპირატესობა შეჯიბრების უწყვეტობაში. ყოველი მოგებული მატჩი მოგცემთ უპირატესობას. ნოემბრამდე წინ ბევრი სამუშაო გვაქვს."
- დაასკვნა სილვინიომ

ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება, საქართველოს დროით 10 სექტემბერს, 22:45 საათზე, "ეარ ალბანეთის" სტადიონზე შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი