სანიოლი: "ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს..." - მატჩისწინა პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

სანიოლი: "ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს..." - მატჩისწინა პრესკონფერენცია

სანიოლი: "ჩემთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს..." - მატჩისწინა პრესკონფერენცია
10-09-2024, 01:46
Aa Aa
გაზიარება:

10 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგის ეგიდით, მომდევნო შეხვედრას ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა ისაუბრა.

"ალბანეთის ნაკრებს, საქართველოს მსგავსად, ძალიან კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. მაღალი ინტენსივობით ჩაატარეს თითოეული თამაში. ვიცით, რომ მეტოქეს ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს კარგია ჩვენთვისაც. ჩეხეთთან გამარჯვების შემდეგ ჩემი ფეხბურთელებიც ფხიზლად იქნებიან.

ალბანეთის წინააღმდეგ ორი წლის წინ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, რომელიც ძალიან რთული იყო. ფეხბურთელებს ყოველთვის ვთხოვ, რომ საუკეთესო თვისებები წარმოაჩინონ. გაიმეორონ იგივე, რაც შაბათს, თბილისში გააკეთეს. შესაძლოა, მატჩი სხვა შედეგით დასრულდეს, თუმცა მთავარია ფეხბურთელებმა იგივე შემართებით და კონცენტრაციით ითამაშონ.

ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ შეასრულებს პენალტს - ხვიჩა, მიქაუტაძე თუ გველესიანი, რომელიც 11-მეტრიანების ექსპერტია. მთავარი გოლის გატანაა. ევროპის ჩემპიონატზე პენალტის შესრულებისას კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ერთმანეთთან საუბრის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, სწორედ ეს არის გუნდური მუშაობის მაგალითი. არის დეტალები, რასაც წინასწარ ვგეგმავთ, მაგრამ მოედანზე ზოგჯერ რაღაც იცვლება და ფეხბურთელებმა უნდა აიღონ ეს პასუხისმგებლობა. ხვიჩამ ამჯერად შესანიშნავად შეასრულა პენალტი და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო მატჩებშიც ასე იქნება."
- თქვა ფრანგმა სპეციალისტმა. (nakrebi.ge)

შეხვედრა საქართველოს დროით 22:45 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი