არგენტინის ნაკრების და მანჩესტერ სიტის ყოფილი თავდამსხმელის, სერხიო აგუეროს თქმით წელს ოქროს ბურთის მოგებას როდრი იმსახურებს.
"ოქროს ბურთის მოგებას როდრი იმსახურებს, რადგან მას იდეალური წელი ჰქონდა", - განაცხადა აგუერომ.
ცნობისთვის, ესპანელმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში მანჩესტერ სიტის მაისურით ჩატარებულ 50 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გარდა პირადი სტატისტიკისა, 28 წლის როდრიმ საკლუბო დონეზე პრემიერ ლიგა და ინგლისის თასი მოიგო, ხოლო სანაკრებო დონეზე ევროპის ჩემპიონი გახდა, თანაც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.