საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს ჩეხეთს უმასპინძლებს და შეეცდება, რომ ერთა ლიგის ახალი ციკლი მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაიწყოს.
როგორც უეფას ოფიციალურ საიტზეა მითითებული, ეროვნული გუნდის მომდევნო შეხვედრას ებრაელი მთავარი მსაჯი, ორელ გრინფილდი განსჯის.
43 წლის არბიტრი ბარათების ხშირი ჩვენებით გამოირჩევა. მაგალითისთვის, ბოლო 10 შეხვედრაში გრინფილდმა 42 ბარათი გამოიყენა, აქედან კი წითელი 5-ჯერ ამოიღო.
ისრაელის წარმომადგენელ მთავარ მსაჯს საქართველოს შეხვედრაზე აქამდე ერთხელ უმუშავია, კერძოდ 2017 წელს, ის მატჩი კი ჩვენმა გუნდმა ავსტრიასთან ფრედ, 1:1 ითამაშა.