საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 დღეში ერთა ლიგის ახალ ციკლს დაიწყებს. ეროვნული გუნდი B დივიზიონში პირველად იასპარეზებს, პირველი მეტოქე კი ჩეხეთი იქნება, რომელსაც 7 სექტემბერს მიხეილ მესხზე ვუმასპინძლებთ.
უცხოურ მედიაში ამ თამაშის, კონკრეტულად კი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სტატისტიკა გავრცელდა, რომელსაც ყურადღება როგორც ვილი სანიოლმა, ისე ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმაც უნდა მიაქციოს.
საქართველოს ნაკრების უპირობო ლიდერმა თავისი ბოლო ოთხი გოლიდან სამი საწყის 15 წუთში გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვარას სანაკრებო დონეზე მეტოქეთა დამწუხრება პირველივე წუთებში მშვენივრად გამოსდის, ამას კი თამაშის სცენარის შეცვლა რადიკალურად შეუძლია.
მაგალითისთვის, ხვიჩამ ევრო 2024-ზე პორტუგალიას მე-2 წუთზე გაუტანა, ესპანეთს მე-10 წუთზე, შოტლანდიელთა კარი კი ქართველმა ვარსკვლავმა მე-15 წუთისთვის აიღო.
ამდენად, ჩეხეთის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას საწყისი წუთები საკმაოდ საინტერესო იქნება და ვნახავთ იმასაც, თუ რამდენად გააკეთებს სანიოლი აქცენტს მეტოქის კარის სწრაფად აღებაზე.