საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024/2025 წლების ერთა ლიგის ახალ ციკლს სექტემბერში დაიწყებს, პირველი ორი შეხვედრა კი ჩვენს გუნდს ჩეხეთთან და ალბანეთთან ელის.
ალბანელები საქართველოს 10 სექტემბერს უმასპინძლებენ და როგორც ჩანს, ამავე ქვეყანაში ვილი სანიოლის გუნდს უკვე ძალიან უფრთხიან, რაც ტაულანტ სეფერის, ალბანელი ფორვარდის გაკეთებულ კომენტარშიც ნათლად იკითხება.
წინ ორი შეხვედრა გველის, უკრაინასთან და საქართველოსთან. ამ გუნდებიდან ერთიც ძლიერია და მეორეც, ჩვენ კი შევეცდებით, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია წარმოვაჩინოთ.
ალბანეთში ბოლოს დიდი ხნის წინ ვითამაშეთ და მოუთმენლად ველით ანალოგიურის გაკეთებას. სახლში საქართველოს დავუხვდებით. ისინი საკმაოდ კარგები არიან, რის გამოც ქომაგებს მოვუწოდებ, რომ ტრიბუნები აუცილებლად გადაავსონ.
- თქვა ალბანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა.
ცნობისთვის, ალბანელებს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული ჯამში 15-ჯერ შევხვედრივართ, საიდანაც საქართველომ 8 შეხვედრა მოიგო, 3 წააგო, 4 კი ფრედ დასრულდა.