ნაპოლიმ და ალ აჰლიმ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს - ინფორმაციას ამის თაობაზე ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს თქმით, იტალიური გუნდი ტრანსფერის სანაცვლოდ 75-80 მილიონ ევროს მიიღებნს, ხოლო ოსიმენს არაბული კლუბი ხელფასის სახით 25-30 მილიონს სთავაზობს.
საბოლოო პასუხი ნიგერიელ თავდამსხმელზეა დამოკიდებული, თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, სავარაუდოდ 25 წლის ოსიმენი წინადადებას დათანხმდება, თანაც, ნაპოლიმ მისი შემცვლელი (რომელუ ლუკაკუ) უკვე გაიფორმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ მამუკა ჯუღელმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საუბარში განაცხადა, რომ ოსიმენი მომავალ ზაფხულს კარიერას საუდის არაბეთის კლუბში გააგრძელებს, კვარაცხელიასთვის კი მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მიუღებელია. ის საუდის არაბეთში მილიარდი დოლარის სანაცვლოდაც არ გადავა, რადგან ხვიჩას განსხვავებული გემოვნება და ტვინი აქვს და თუ წავა, მხოლოდ გრანდებში.
მაშინ, ამ განცხადების გამო ხვიჩა კვარაცხელიას აგენტსა და ოსიმენს შორის ურთიერთობა სერიოზულად დაიძაბა.