რომელუ ლუკაკუს სატრანსფერო საგა ოფიციალურად დასრულებულია. ბელგიელი ფეხბურთელი დე ლაურენტისმა საბოლოოდ გაიფორმა.
ლუკაკუმ ნაპოლისთან ხელი 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა, ჩელსი კი მის სანაცვლოდ 35 მილიონ ევრომდე მიიღებს.
გასულ სეზონში რომელუ ლუკაკუ იჯარით სწორედ სერია A-ში, კერძოდ რომაში თამაშობდა, სადაც რომელუმ 13 გოლის გატანა შეძლო.
რომელუ ლუკაკუს სხვადასხვა დროს ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა მანჩესტერ იუნაიტედი, ინტერი, ჩელსი, რომა და სხვა.