ანტონიო კონტეს ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში პარმას უმასპინძლებს. ეს შეხვედრა 31 აგვისტოს, ჩვენი დროით 22:45-ზე გაიმართება.
აღნიშნულ მატჩამდე ნაპოლის მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცელი კომენტარი გააკეთა.
არ მსურს, რომ ხვიჩამ მხოლოდ ფლანგზე ითამაშოს. მას ვავალებ, რომ პოზიციები ხშირად ცვალოს, რათა მეტოქეებისგან არ გაიშიფროს და მეტად სახიფათო იყოს.
კვარაცხელიაში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ საკუთარ ტალანტსა და გუნდურ თამაშს ერთმანეთს კარგად უთავსებს. ის ძალიან კარგი ბიჭი და ნამდვილი პროფესიონალია.
- თქვა ანტონიო კონტემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატის საწყის 2 ტურში ერთი გოლი და ერთი საგოლე პასი აქვს მითვლილი.