ვიტალი დარასელიას თასის გამარჯვებული "იუვენტუსის" აკადემიის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში "ვალენსია" 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის დასასრულს გავიდა.
ახალგაზრდა "იუვენტინოები" ჯგუფურ ეტაპზე "უოტფორდთან" და "დინამო თბილისთან" დამარცხდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში უფრო გრძელი გზით მივიდნენ ფინალამდე და საფინალო შეხვედრაშიც წარმატებას მიაღწიეს.