"ლიონის" თავკაცმა, პიერ საჟმა, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, სადაც გიორგი მიქაუტაძეზეც გააკეთა კომენტარი.
"მიქაუტაძის ქცევა რიგით ლიონელ ახალგაზრდას მაგონებს, მისი საუბრის მანერა, ქცევა, ზრდილობა და თავაზიანობა..., გიორგი გვიან მოვიდა, ჩვენც ხელი შევუწყვეთ და ამან მხოლოდ დადებითი შეგვმატა." - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.