პსჟ-ს თავკაცმა ლუის ენრიკემ დორტმუნდის წინააღმდეგ გასამართი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა:
"ასეთ უნიკალურ სტადიონზე განსაკუთრებული მატჩით ტკბობა და ფინალში გასვლის შანსი მშვენიერი შეგრძნებაა! კარგი სანახაობა გველის, ჩვენი უნარების გათვალისწინებით, შესაძლოა, ბევრი გოლი ვიხილოთ.
მედიაში პსჟ-ს ფავორიტად მიიჩნევენ? სწორედ ამიტომ, დიდი ხანია ვამბობ, რომ მედიამ ფეხბურთის შესახებ არაფერი იცის. მჯერა, რომ ყველაფერი, გარდა ფინალში გასვლისა, დარჩენილი ოთხივე გუნდისთვის იმედგაცრუება იქნება.
ჩემი ფეხბურთელებისა და კლუბის მხარდაჭერას აქ ყოფნის პირველივე დღიდან ვგრძნობ. ახლა გაუმჯობესების მომენტში ვართ, ეს ამ პროექტის მხოლოდ დასაწყისია. სეზონის დასრულებამდე 1 თვეა დარჩენილი და ოთხი ტიტულის მოგების შანსი გვაქვს, საკუთარი ემოციები უნდა ვაკონტროლოთ." - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.