ლა ლიგის გასულ ტურში "ბარსელონასა" და "რაიოს" დაპირისპირების მიწურულს, შეჯახების შედეგად, "ბარსელონას" 17 წლის მარკ ბერნალს მოუწია მოედნის დატოვება და შემდგომში დაბრუნებაც ვეღარ შეძლო.
"ბარსელონამ" 17 წლის ესპანელ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ბერნალს მარცხენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი აქვს გაწყვეტილი,
საბოლოო ინფორმაციით, ახალგაზრდა ნახევარმცველი მთელი სეზონით იუქმებს.