90MIN:"4 სანტიმეტრის სიღრმის იყო" - როგორ მდგომარეობაში იყო ჩაკვეტაძის ფეხი გუშინდელი შეჯახების შემდეგ? » სპორტის ხაზი

90MIN:"4 სანტიმეტრის სიღრმის იყო" - როგორ მდგომარეობაში იყო ჩაკვეტაძის ფეხი გუშინდელი შეჯახების შემდეგ?

90MIN:"4 სანტიმეტრის სიღრმის იყო" - როგორ მდგომარეობაში იყო ჩაკვეტაძის ფეხი გუშინდელი შეჯახების შემდეგ?
14-11-2022, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრაში "სლოვანმა" შინ "რუჟომბეროკი" მიიღო და ანგარიშით 2:0 იმარჯვა.

აღნიშნულ მატჩში საქართველოს ნაკრებისა და "სლოვანის" 23 წლის ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო.

მატჩის 53-ე წუთზე გიორგი მეტოქე გუნდის მეკარეს შეეჯახა, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო და ვლადიმერ ვაისმა ის შეცვალა.

მთავარმა არბიტრმა ამ მომენტის შემდეგ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარი გიორგის ჯამრთელობის მდგომარეობა იყო.

თუმცა, როგორ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ჩაკვეტაძის ტრამვა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის მაროკოს წინააღდეგ ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება.

მატჩის შემდეგ ამ დაზიანების შესახებ უფრო მეტი შევიტყვეთ - როგორც (90 წუთი/90min)- მა განაცხადა ჩაკვეტაძის ჭრილობა დაახლოებით 4 სანტიმეტრის სიღრმის იყო.

"გასულ საღამოს, მეკარესთან უხერხული შეჯახების შემდეგ, ჩაკვეს ჭრილობა დაახლოებით 4 სანტიმეტრის სიღრმის იყო, ძვლამდე ჩავიდა, ამიტომ, მას ექიმების დროული ჩარევა დასჭირდა და ჭრილობა მომენტალურად გაიკერა"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი