დღეს, 28 აგვისტოს დინამო არენაზე ვიტალი დარასელიას სახელობის თასის 2024 წლის გათამაშების ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს "ვალენსია" და "იუვენტუსი" დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება.
"ღამურებმა" ჯგუფში ორი გამარჯვებით პირველი ადგილი დაიკავეს და პირდაპირ ნახევარფინალურ ეტაპზე მოხვდნენ.
იუვე ჯგუფის ორივე მატჩში დამარცხდა და მე-3 ადგილზე გავიდა, თუმცა პლეი-ოფის გზით თბილისის "ლოკომოტივს" 3:0 მოუგო, ნახევარფინალში კი თბილისის "დინამოს" (2:2, პენ. 2:4)
დღეს, 19:00 საათზე მე-3 ადგილისთვის მატჩში "დინამო თბილისი" შინ, დინამო არენაზე "უოტფორდს" შეხვდება.
მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.