ბოლო დღეებში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ვიქტორ ოსიმენი ალ აჰლის ფეხბურთელი უნდა გახდეს, თუმცა ამავე ინფორმაციას ტაბუ ოსიმენის აგენტმა დაადო.
მისი თქმით, ნიგერიელ ფორვარდს კარიერის გაგრძელება მხოლოდ ევროპაში სურს, რაც ოსიმენის მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ალ აჰლი არ განიხილება.
საუდის არაბეთში მოთამაშე კლუბი ნაპოლის ოსიმენის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა ეს ტრანსფერი არ შედგება.
უკანასკნელ პერიოდში ოსიმენს ჩელსისა და პარი სენ-ჟერმენს უკავშირებდნენ, თუმცა შესაბამისი წინადადების არქონის გამო ვიქტორი დღემდე ნაპოლიში რჩება.