"ამას მხოლოდ ხალხი ამბობს" - ვიქტორ ოსიმენის აგენტი ნეაპოლურ კონტრაქტზე ალაპარაკდა » სპორტის ხაზი

"ამას მხოლოდ ხალხი ამბობს" - ვიქტორ ოსიმენის აგენტი ნეაპოლურ კონტრაქტზე ალაპარაკდა

"ამას მხოლოდ ხალხი ამბობს" - ვიქტორ ოსიმენის აგენტი ნეაპოლურ კონტრაქტზე ალაპარაკდა
25-12-2023, 14:19
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ ვიქტორ ოსიმენმა ნაპოლისთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით, 2026 წლამდე გაახანგრძლივა, მისი ამჟამინდელი გამოსასყიდი თანხა კი 130 მილიონი ევრო გახლავთ.

როგორც იცით, კონტრაქტის განახლებამდე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ნიგერიელს კლუბის დატოვება და ახალი გამოწვევების მიღება სურდა, რასაც თავად ოსიმენის აგენტმა, რობერტო კალენდამ ტყუილი უწოდა:

"ბოლო პერიოდში ბევრი საუბრობდა ოსიმენის ნაპოლიდან წასვლის საკითხზე, მაგრამ ყველაფერი უბრალო ჭორი იყო. ჩემი კლიენტის სურვილი გუნდიდან წასვლა რომ ყოფილიყო, ჩვენ ამას ხმამახლა ვიტყოდით და სხვების დახმარება არ დაგვჭირდებოდა. საქმე ისაა, რომ ვიქტორს აქაურობა ყოველთვის მოსწონდა, რაც მინდორზე არაერთხელ დაუმტკიცებია."

"ცხადია, შეთავაზება ბევრი სხვადასხვა კლუბისგან მივიღეთ, მათ შორის საკმაოდ სარფიანებიც, მაგრამ მთავარი ფეხბურთელის სურვილია. აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის ძალებს აფასებს და სწორედ ამიტომ მოინდომა მან ჩემს კლიენტთან თანამშრომლობის გაგრძელება, ვიქტორმა კი მას თანხმობა განუცხადა"
, - ამბობს რობერტო კალენდა

შეგახსენებთ, რომ თვეების წინ ვიქტორ ოსიმენს ლონდონის ჩელსის, პარი სენ-ჟერმენს, მანჩესტერ იუნაიტედს და სხვა არაერთ გრანდს უკავშირებდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი