იტალიური მედიის, კერძოდ Il Mattino-ს ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენი პარი სენ-ჟერმენში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
ამავე გამოცემის მტკიცებით, ნაპოლი ელის, რომ ოსიმენის გამოსასყიდ თანხას მიიღებს, რომელიც ნიგერიელს დადებულ კონტრაქტში აქვს მითითებული.
როგორც იწერება, აურელიო დე ლაურენტისი ვიქტორ ოსიმენში პარი სენ-ჟერმენისგან 120 მილიონ ევროს მიიღებს.
ნიგერიელ ფორვარდს მიმდინარე სეზონის სერია A-ში 21 თამაში აქვს გამართული, რა დროშიც მან 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.