Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნეიმარს საუდის არაბეთიდან ბარსელონაში დაბრუნება უნდოდა, თუმცა კატალონიაში ბრაზილიელი უარით გაისტუმრეს.
როგორც ირკვევა, ტრანსფერის დაბლოკვის მთავარი მიზეზი ჰანსი ფლიკის მკაცრი სიტყვა გახდა. გერმანელ სპეციალისტს არ სურს, რომ საკუთარ გუნდში ნეიმარი იხილოს.
ნეიმარი უკვე 32 წლის გახლავთ და ის საუდის ლიგაში თითქმის არც თამაშობს. ბრაზილიელი ტრავმიანობას კვლავ ებრძვის და მინდორზე სულ უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება.
ბრაზილიელი ვინგერი ბარსელონაში ისტორიაში 186 მატჩით, 105 გოლით და 76 საგოლე პასითაა შესული.