გუშინ ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლონიას წინააღმდეგ ნამდვილი ცეცხლი დაანთო, რაც ამავე გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვინჩენცო იტალიანოს აღნიშვნის გარეშე არ დაუტოვებია.
შეხვედრაში მთავარი გარდატეხა ხვიჩა კვარაცხელიას გოლს ჰქონდა. ეს იყო პერიოდი, როდესაც ინიციატივა ხელში ავიღეთ და ანგარიშის გათანაბრება შეგვეძლო, თუმცა გოლმა ყველაფერი აგვირია.
მან ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შეძლო ჩვენი კარის აღება და ეს სწორედ მაშინ გააკეთა, როდესაც თამაშის სადავეებს ვიღებდით ხელში.
- თქვა იტალიანომ.
ხვიჩა კვარაცხელიას საწყის 2 ტურში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.