გიორგი მიქაუტაძის ლიონი ლიგა 1-ის ახალ სეზონს საშინლად იწყებს. ორი ტურის შემდეგ ლიონელებს 0 ქულა და 0 გატანილი ბურთი აქვთ!
პირველ ტურში ლიონი რენთან 3:0 განადგურდა, ახლა კი გუნდმა საშინაო კედლებში მონაკოსთან ორბურთიანი სხვაობით წააგო.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ფორვარდი თამაშს სკამიდან იწყებდა, თუმცა საწყის წუთებში ლიონის შემტევმა ტრავმა მიიღო და გიორგიც მოედანზე შეუშვეს.
სამწუხაროდ, გიორგი არა ცენტრში, არამედ მარჯვენა განაპირა შემტევის პოზიციაზე ათამაშეს, მიქაუტაძისთვის კი ეს პოზიცია კომფორტული სულაც არაა.
მოკლედ, ლიონი საშინელ ფორმაშია, გიორგი სკამზე დასვეს, შემდეგ კი არასასურველ პოზიციაზე შეიყვანეს სათამაშოდ. იმედი დავიტოვოთ, რომ მალე ყველაფერი გამოსწორდება და მიქაუტაძე გატანას კვლავ გააგრძელებს!