ესეც ზუსტი პროცენტი - მიქაუტაძის ლიონში ტრანსფერი მომწიფებისკენ მიდის! » სპორტის ხაზი

ესეც ზუსტი პროცენტი - მიქაუტაძის ლიონში ტრანსფერი მომწიფებისკენ მიდის!

ესეც ზუსტი პროცენტი - მიქაუტაძის ლიონში ტრანსფერი მომწიფებისკენ მიდის!
27-06-2024, 18:37
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ზე გაბრწყინების შემდეგ გიორგი მიქაუტაძეზე მოთხოვნა გაზრდილია. ქართველი ფორვარდით არაერთი კლუბია დაინტერესებული, თუმცა მათგან ტრანსფერთან ყველაზე ახლოს ლიონის ოლიმპიკია.

როგორც Transfermarkt-ზე მიუთითეს, იმის შანსი, რომ მიქაუტაძე ზაფხულში მეციდან ლიონში გადავიდეს, 52%-ია, რაც კიდევ უფრო გაზრდის გზას ადგას. ეს ყველაფერი საკმაოდ ლოგიკურია, რადგან გიორგი სწორედ ლიონის აღზრდილია, მისი დიდ ფორუმზე ნაჩვენები პერფორმანსის შემდეგ კი მიქაუტაძე შეუმჩნეველი ნამდვილად ვერ დარჩებოდა.

სხვათა შორის, გარდა ლიონის ვარიანტისა, არც ისე პატარა პროცენტული მაჩვენებელი აქვს კიდევ ერთ ფრანგულ კლუბ მონაკოს, სადაც გადასვლის შანსები 31%-ითაა შეფასებული.

მოკლედ, ზაფხულში გიორგი კლუბს გამოიცვლის და ეს ეჭვგარეშეა. მთავარი ისაა, რომ ქართველი ფეხბურთელი ისეთ კლუბში წავიდეს, სადაც ნდობას მაქსიმალურად გამოუცხადებენ და ამსტერდამის აიაქსის შემთხვევა მიქაუტაძის კარიერაში აღარასდროს განმეორდეს.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების 23 წლის თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა, თუმცა, წესით, გიორგის ფასი სულ მალე კიდევ უნდა გაიზარდოს!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი