UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა.
"მთელი სერიოზულობით მჯერა, რომ მერაბს ჩხუბის დაწყებიდან ძალიან მალე გავთიშავ. ვიცი, რომ ნებისმიერის დანოკაუტება შემიძლია და ჩემთან ერთი შეცდომაც საკმარისია. ალჯომ შეცდომა დაუშვა და გავთიშე. ჩიტო ვერ გავთიშე, რადგან სიმტკიცით გამოირჩევა, მაგრამ ბევრი მომენტი იყო, როცა მისი ყბა ვიპოვე და ძლიერად მოვარტყი. ვფიქრობ, მერაბის ყბას ვიპოვი და ძლიერად მოვარტყამ, ისე, როგორც ეს ალჯოსთან და ჩიტოსთან გავაკეთე.
ჩემი მეტოქეების ყბას ვპოულობ და მერაბთანაც ეს მოხდება. ძალიან დიდი თავი და ცხვირი აქვს და დარტყმების აცილება რთული იქნება. დარტყმების აცილება ძალით რომ ვცადო, იმხელა თავი აქვს, შემთხვევით მაინც მოვარტყამ.
მისი ყოფილი მეტოქეებისგან რადიკალურად განსხვავებული მებრძოლი ვარ. პიოტრ იანის მაგალითი ავიღოთ. იანი ზუსტად ისე ჩხუბობს, როგორც მერაბს აწყობს. მე იანზე ბევრად მაღალი ვარ და ერთ ადგილას არ ვიდგები. დვალიშვილს კარგი ჩხუბი არ ელოდება." - ამბობს ამერიკელი