მილანმა ახალი სეზონი სერია A-ში არც თუ ისე კარგად დაიწყო. პირველ ტურში მილანელები ტორინოს შეხვდნენ და ქულა ბოლო წუთებზე გადაარჩინეს, - 2:2.
აღნიშნულ შეხვედრაში მილანისთვის კარგი ის მოხდა, რომ მორატამ სადებიუტო შეხვედრაშივე გაიტანა, თუმცა ეს მატჩი ალვაროს ძვირად დაუჯდა.
საქმე ისაა, რომ ესპანელი სტრაიკერი მინდორზე მცირე დაზიანებით იყო გამოსული, რის გამოც მორატას ტრავმა გაუმძაფრდა და ახლა 2 კვირის გამოტოვება მოუწევს.
ამ მომენტისთვის მილანში ტიპური 9 ნომერი მხოლოდ ლუკა იოვიჩია, ხოლო ის, თუ რამდენად გადააგორებს მხოლოდ სერბზე ამ ორკვირიან პერიოდს მილანური კლუბი, ამას დრო გვიჩვენებს.