პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა, სომეხმა ძალოსანმა ვარაზდატ ლალაიანმა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონზე და ამ სპორტის ლეგენდაზე, ლაშა ტალახაძეზე ისაუბრა.
"ლაშა ტალახაძეზე არაფრის თქმა შემიძლია გარდა იმისა, რომ ის ლეგენდაა - ქართველ ძალოსანზე მხოლოდ პატივისცემით უნდა ვილაპარაკოთ", - განაცხადა ლალაიანმა.
შეგახსენებთ, 10 აგვისტოს ტალახაძემ პარიზის ოლიმპიადაზე ატაცსა და აკვრაში ჯამში 470 კილოგრამი ასწია და ოლიმპიური ჩემპიონობა მესამედ იზეიმა.