უეფას სუპერ თასის ფინალში ევროპა ლიგის ტრიუმფატორი "ატალანტა" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ მადრიდის "რეალს" შეხვდება.
მატჩის წინ, ბერგამეოლთა მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც საბოლოო შედეგის პროგნოზირებასაც შეეხო:
"ქაღალდზე შედეგის პროგნოზი უფრო ცალმხრივია, ვიდრე ეს ლევერკუზენის შემთხვევაში იყო, თუმცა დაბრკოლება გაცილებით დიდია, ამიტომ ჩვენთვის მოტივაცია გაზრდილია. ფეხბურთში სენსაციები მრავლად გვახსოვს. გამორიცხული არაფერია." - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.
"რეალისა" და "ატალანტას" დაპირისპირება ხვალ, 14 აგვისტოს, საქართველოს დროით 23:00-ზე აიღებს სტარტს.