ბოლო პერიოდში გიორგი მამარდაშვილისა და ლივერპულის შესაძლო ტრანსფერზე ძალიან ბევრი იწერება და მართლაც დიდი შანსია, რომ ქართველი ენფილდის ახალი ბინადარი გახდეს.
ამასთან დაკავშირებით მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა სპორტის ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომელმაც დაადასტურა, რომ მამარდას ლივერპულში თამაშის დიდი სურვილი აქვს.
ლივერპულს ახლა ორი ვარიანტი აქვს. მათ შეუძლიათ, რომ პირდაპირ შესყიდვასთან ერთად მამარდაშვილი 1 წლით ვალენსიაში იჯარით დატოვონ, შემდეგ კი სრუფლასოვნად გაიფორმონ.
რაც შეეხება თავად ქართველი მეკარის სურვილს, მას ლივერპულში თამაში ბოლომდე უნდა.
- წერს რომანო.
წესით, 1 სეზონით კვლავ ვალენსიაში იჯარით დარჩენა და შემდეგ ლივერპულის მაისურის მორგება, მამარდაშვილს ოქროს გამოსავლად უნდა მიაჩნდეს.