ბოლო დღეების განმავლობაში გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერზე ბევრი იწერება.
ქართველი მეკარის სახელს ყველაზე ხშირად ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარ, ლივერპულს უკავშირებენ, თუმცა, კონკრეტული ამ დრომდე არაფერი მომხდარა.
გულშემატკივართა მაღალი ინტერესის გამო, საკითხზე კომნეტარი ვალენსიას სპორტულმა დირექტორმა, მიგელ ახნელ კორონამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მამარდას თაობაზე 2 გუნდს უკვე უარი უთხრეს, თუმცა მათი ვინაობა არ გაუმხელია.
"ცხადია სხვა კლუბების მსგავსად, ვალენსიას ამოცანაც ფინანსურად სტაბილური გუნდის აშენებაა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ხავი გერას (21 წლის ნახევარმცველი) ტრანსფერზე სამი სერიოზული შემოთავაზება გვქონდა, მაგრამ უარი ვთქვით.
რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს, ქართველი მეკარის თაობაზე ორი გუნდი გავისტუმრეთ უარით - რადგან მიგვაჩნია, რომ თუ სათანადო შემოთავაზება არაა, თანხმობის მიცემასაც აზრი არ აქვს და ჩვენ ამ გზაზე სიარულს გავაგრძელებთ", - განაცხადა კორონამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის და ვალენსიას მთავარი მოთხოვნა გარდა ფინანსური სარგებელისა ახალ გუნდთან ის არის, რომ ახალგაზრდა მეკარე გუნდის ძირითადის მეკარე უნდა იყოს.