ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" დატოვებასთან ახლოს იყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ახალი სეზონი ჩვენებურმა მეკარემ კვლავ "ღამურებში" დაიწყო.
"ვალენსიას" დირექტორმა, მიგელ ანხელ კორონამ განაცხადა, რომ ზაფხულში მამარდაშვილის თაობაზე არაერთი შეთავაზება მიიღეს:
"ზაფხულში კლუბის ეკონომიკის დაბალანსებაზე ვიზრუნეთ. გვქონდა შეთავაზებები გიორგი მამარდაშვილზე, დიახაბიზე და ტიერიზე. ყველა მათგანის გაყიდვით კლუბის ფინანსები არ ბალანსდებოდა. ხანდახან შეიძლება ისე მოხდეს, რომ ფეხბურთელის დატოვება და შეთავაზებაზე უარის თქმა უფრო სწორი ინვესტიცია იყოს", - განაცხადა კორონამ.
მიუხედავად ამისა, ესპანური მედია მამარდაშვილს "ვალენსიაში" ხანგრძლივ მომავალს არ უწინასწარმეტყველებენ.