ელიტური მსაჯი გვიდასტურებს: "ბაზაძეს ბოლო ბრძოლისას 5 ქულა წაართვეს" » სპორტის ხაზი

ელიტური მსაჯი გვიდასტურებს: "ბაზაძეს ბოლო ბრძოლისას 5 ქულა წაართვეს"

ელიტური მსაჯი გვიდასტურებს: "ბაზაძეს ბოლო ბრძოლისას 5 ქულა წაართვეს"
8-08-2024, 11:20
Aa Aa
გაზიარება:

საერთაშორისო კატეგორიის ელიტურმა ქართველმა მსაჯმა, ზაზა მჭედლიძემ, რომელიც ფარიკაობის სამყაროში დიდი ავტორიტეტით და რეპუტაციით სარგებლობს, ნათლად დაადასტურა, რომ სანდო ბაზაძის ბოლო შეხვედრა ოლიმპიადაზე ძალიან ცუდად განსაჯეს.

ზაზა მჭედლიძე თავის სიტყვებში ნათლად ამბობს, რომ ქართველ მოფარიკავეს მსაჯებმა 5 ქულა წაართვეს, რის გამოც სანდრო ტურნირს უსამართლოდ გამოეთიშა.

სანდრო რომ ამ ოლიმპიადაზე მსაჯებისგან დაიჩაგრა, ეს ფაქტია და ამას ვერსად გავექცევით. 14:14-ზე ბოლო ქულა სანდროს ეკუთვნოდა, რადგან ჩხვლეტა მან შეასრულა, წესებში კი წერია, რომ ქულა ენიჭება იმას, ვინც საფარიკაო ბილიკის დისტანციას უფრო მალე გადალახავს და არა იმას, ვინც საბრძოლო უპირატესობას მოიპოვებს, შესაბამისად, აქ ჩხვლეტა სანდროს შესრულებული იყო.

შეცდომა იქნა დაშვებული 0:0-ზე განხორციელებული ჩხვლეტის დროს მინიჭებული ქულის დროსაც. ზოგადად, როდესაც სპორტსმენი თავიდანვე ხედავს უსამართლობას, შემდეგ ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად საკუთარი განწყობის ბრძოლისადმი მორგება. საბოლოო ჯამში ბაზაძეს უსამართლოდ 5 ქულა დააკლეს და ასეთ პირობებში რა უნდა გაეკეთებინა?

- ამბობს მჭედლიძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი