პარიზის ოლიმპიადა ამ დრომდე ქართველებისთვის წარუმატებლად მიმდინარეობს და კვლავ მედლის გარეშე ვართ.
საფრანგეთში ფავორიტის სტატუსით ჩავიდა მოფარიკავე სადნრო ბაზაძეც, რომელსაც მსაჯებმა მეორე ოლიმპიადაზე დააკარგვინეს მედლის მოგების შანსი - ყოველივე ამაზე სანდროს მამამ და ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, მერაბ ბაზაძემაც გააკეთა კომენტარი:
"სანდროს შეხვედრაში 2 გამოუცდელი და არაკვალიფიციური ქალბატონი დანიშნეს მსაჯებად, რომლებიც ამ სპორტში სულ რაღაც 3-4 წელია არიან, მაშინ, როცა შეიძლებოდა გაცილებით გამოცდილი მსაჯები დაენიშნათ.
იმის დამტკიცება, რომ ვიღაცამ არბიტრი მოისყიდა უტყუარი ფაქტის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მატჩის ბედი თავიდანვე იყო გადაწყვეტილი.
ალბათ, უფრო მაღალი კვალიფიკაციის მსაჯებმა ჩაწყობილი თამაშის განსჯაზე უარი თქვეს და სწორედ ამიტომ შეირჩა გამოუცდელი ესპანელი მსაჯი და არბიტრების დანიშვნის კომისიის ხელმძღვანელმა, რომელიც სამხრეთ კორეელია, თანამემამულეს სანდროს სახით ძლიერი მეტოქე ჩამოაცილა", - განაცხადა მერაბ ბაზაძემ.