"გვენდეთ, ჩვენ თქვენზე ძლიერები ვართ" | გაბრაზებული სანდრო ბაზაძე FIE-ს მიმართავს » სპორტის ხაზი

"გვენდეთ, ჩვენ თქვენზე ძლიერები ვართ" | გაბრაზებული სანდრო ბაზაძე FIE-ს მიმართავს

"გვენდეთ, ჩვენ თქვენზე ძლიერები ვართ" | გაბრაზებული სანდრო ბაზაძე FIE-ს მიმართავს
12-03-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ, იგივე FIE-მ უკრაინის წინააღმდეგ ომის წამომწყები და ინიციატორის ხელშემწყობი ქვეყნის სპორტსმენებს, ანუ რუსებსა და ბელორუსიელებს თავისივე ეგიდით გასამართ ტურნირებზე მონაწილეობის უფლება ნეიტრალური სტატუსით მიანიჭა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსებსა და ბელორუსიელებს ტურნირებში მონაწილეობა 2023 წლის მეორე ნახევრიდან ექნებათ, ისინი პარიზის 2024 წლის საკვალიფიკაციო ტურნირებშიც იასპარეზებენ.

ცხადია, ამ გადაწყვეტილებით აღშფოთებული და გაბრაზებული დარჩა უკრაინული მხარე, რომელსაც მხარდაჭერა ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ გამოუცხადა. აი, რას წერს სანდრო თავის სოციალურ ქსელში:

"უბრალოდ, მსურს ვიცოდე, მართლა ასეთი უსამართლოა ჩვენი სამყარო? მივმართავ FIE-ს, თქვენ არ გაქვთ უფლება ისე მოიქცეთ თითქოს უკრაინაში უდანაშაულო ხალხი და ბავშვები არ იხოცებოდნენ. ასე იოლად როგორ იღებთ ამ გადაწყვეტილებას? გვენდეთ, თქვენ ჩვენზე ძლიერები ვართ და ამას არ შევეგუებით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ოლგა ხარლანსა და ყველა უკრაინელ მოფარიკავეს!" - სანდრო ბაზაძე

"გვენდეთ, ჩვენ თქვენზე ძლიერები ვართ" | გაბრაზებული სანდრო ბაზაძე FIE-ს მიმართავს


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი