ნაპოლის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯოვანი გალიონემ, ტურინის იუვენტუსის შესახებ ისაუბრა.
"იუვენტუსს ინტერის დონემდე მისასვლელად რამდენიმე ახალი ფეხბურთელი სჭირდება. პირველ რიგში გამთამაშებლის პოზიციაა, ლოკატელის ადგილზე მოდრიჩს ვნახავდი. ის უკვე ასაკშია, მაგრამ 1-2 სეზონის თამაშს შეძლებს. უფრო ახალგაზრდად კი კოპმაინერსს გამოვარჩევდი.
თავდამსხმელის პოზიციაზე ვიხილავდი სკამაკას ან ზირკზეს. დაცვაში კი - პავლოვიჩს. ეს ტრანსფერებიც არ არის საკმარისი ინტერის დომინაციის დასამხობად, ტურინელები უბრალოდ მიუახლოვდებიან მათ. რაც შეეხება ალეგრის, მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლება უსამართლობა იქნება." - თქვა გალიონემ.