როგორც სანდრო ბაზაძის სკანდალური წაგების შემდეგ გაირკვა, ფარიკაობა არც ისე სუფთა სპორტი აღმოჩნდა, რასაც გერმანელი ჟურნალისტის, ჰაიო ზეპელტის საგამოძიებო მასალა ადასტურებს.
ზეპელტი სწორედ ისეთი სკანდალური თემების გამოძიებით და საქმის გახსნითაა ცნობილი, როგორებიცაა დოპინგი სპორტში და მანიპულაციები, ამჯერად კი ჟურნალისტმა ფარიკაობის სამსაჯო საკითხზე და მსაჯთა მოსყიდვაზე ისაუბრა.
ზეპელტის ერთ-ერთი ბოლო რესპონდენტი ყოფილი მაღალი დონის მსაჯი, მარკუს შულცი გახლდათ, რომელმაც მოსყიდვის შემთხვევა გაიხსენა. შულცი ამბობს, რომ ერთ-ერთი მოფარიკავისთვის შეხვედრის მისაცემად 5000 ევრო შესთავაზეს, თანაც დიდი სამანიპულაციო გეგმით, თუმცა მაშინ შულცმა ფულზე უარი თქვა.
აი, რას ამბობს შულცი ოლიმპიადის მსაჯობაზე: