პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მოგებული ვერცხლის მედლის შემდეგ, ილია სულამანიძის პოპულარობა საზოგადოებაში კიდევ უფრო გაიზარდა.
ქართველი ძიუდოისტი მუდამ მედიის ყურადღების ცენტრშია და რა საკვირველია, ეს ყურადღება მის მეორე ნახევარზეც ვრცელდება - როგორც გაირკვა, ილიას რჩეულიც სპორტსმენია და ის ცურვითაა დაკავებული.
თაკო მეგრელიძეს არაერთ შეჯიბრში აქვს მონაწილეობა მიღებული, ისე კი 21 წლის თაკო საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტია და სამართალმცოდნეობაზე სწავლობს.