პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ილია სულამანიძემ ფინალური დაპირისპირება აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევისთან ბოლო წუთზე წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ილიას მოპოვებული მედალი, ქართული დელეგაციისთვის ამ ოლიმპიურ თამაშებზე მე-3 გამოდგა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ძალოსანი ლაშა ტალახაძეც გამოეხმაურა: "გილოცავ ძამი!", - წერს ტალახაძე.