შოტლანდიურ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და სპეციალისტი თემურ ქეცბაია შოტლანდიური "მოზერველის" თავკაცის თანამდებობაზე დანიშვნის ერთ-ერთი კანდიდატია.
როგორც ცნობილია, კლუბის გაწვრთნის სურვილი თავად თემურსაც აქვს.
ქეცბაია ბოლოს კვიპროსის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, რომელიც გასული წლის სექტემბერში დატოვა.