ოფიციალურად | ვინ არის გორის დილას ახალი დამრიგებელი » სპორტის ხაზი

ოფიციალურად | ვინ არის გორის დილას ახალი დამრიგებელი

ოფიციალურად | ვინ არის გორის დილას ახალი დამრიგებელი
5-01-2024, 15:10
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ გორის დილამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

აი, რას წერს ქართული კლუბი აღნიშნული სიახლის შესახებ:

"ჩვენს კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ამიერიდან ,,დილას” 44 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი რუი მოტა გაწვრთნის."

"რუი მოტას მთავარი მწვრთნელის ასისტენტის და მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ნამუშევარი აქვს ისეთ კლუბებში, როგორიცაა: პორტუგალიური ,,ბრაგა” და ,,მორიერენსე”, ასევე ვარშავის ,,ლეგია”, ბელგიური ,,სტანდარტი” და ბრაზილიური ,,ვასკო და გამა”. გარდა ამისა, მას უმუშავია ..ალკოჩეტენსეს”და ,,სიბენიკის” ასაკობრივი გუნდებში. რუი მოტასთან ერთად კლუბში მისი ასისტენტის თანამდებობაზე იმუშავებს პორტუგალიელი სპეციალისტი ემანუელ რიბეირო."

"34 წლის სპეციალისტს ასისტენტის თანამდებობაზე ნამუშევარი აქვს ისეთ კლუბებში როგორიცაა დონეცკის ,,შახტარი” და პოლონური ,,გნდანსკი"
, - დაწერა გორის დილას საიტმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი