ახალი ვარიანტი - კვიპროსის ნაკრების შემდეგ სად დანიშნავენ თემურ ქეცბაიას » სპორტის ხაზი

ახალი ვარიანტი - კვიპროსის ნაკრების შემდეგ სად დანიშნავენ თემურ ქეცბაიას

ახალი ვარიანტი - კვიპროსის ნაკრების შემდეგ სად დანიშნავენ თემურ ქეცბაიას
გუშინ, 14:08
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა.

როგორც ქართველი სპეციალისტი ამბობდა, ის ვეღარ ხედავდა საკუთარ თავს კვიპროსული ფეხბურთის განვითარების პროცესში, რის გამოც თემური თანამდებობიდან ოფიციალურად წამოვიდა.

უახლესი ინფორმაციის მიხედვით, თემურ ქეცბაიას ახლა თავისთან კვიპროსული კარმიოტისა უცდის, რომლის მთავარი მწვრთნელიც, სოფრონის ავგუსტი, შესაძლოა, რომ კვიპროსის ნაკრების მთავარი დამრიგებელი გახდეს, საკლუბო დონეზე კი მის პოზიციას თემურ ქეცბაია შეავსებს.

ამდენად, არის შანსი, რომ ავგუსტიმ და ქეცბაიამ უბრალოდა ადგილები გაცვალონ. წესით, ყველაფერი უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი