ქართველი სპეციალისტი, თემურ ქეცბაია კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოფიციალურად გადადგა.
ქეცბაიამ კვიპროსი 2 წლის წინ, 2022 წელს ჩაიბარა, მას შემდეგ კი გამართულ 20 შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ 5-ის მოგება შეძლო.
თემურის ხელში კვიპროსმა ბოლო მატჩი ერთა ლიგაზე საშინაო კედლებში კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარა და 0:4 განადგურდა, რის შემდეგაც ქართველი თანამდებობიდან თავადვე წავიდა.
ცნობისთვის, ბოლო პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ აღნიშნა, რომ კვიპროსულ ფეხბურთს უამრავი პრობლემა აქვს, რაც აუცილებლადაა მოსაგვარებელი.